1725469996
სპორტი
გიორგი მამარდაშვილი წლის საუკეთესო მეკარის პრიზზეა ნომინირებული
Ballon d'Or-მა წლის საუკეთესო მეკარის პრიზზე (Yachine Trophy) ნომინანტები გამოაცხადა.
სიაში მოხვდა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ლივერპულის“ ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილი.
სრული სია: 👇
👉 დიოგუ კოშტა (პორტო)
👉 ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ)
👉 გრეგორ კობელი (დორტმუნდი)
👉 ანდრეი ლუნინი (რეალ-მადრიდი)
👉 მაიკ მენიო (მილანი)
👉 გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია/ლივერპული)
👉 ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა)
👉 უნაი სიმონი (ატლეტიკ ბილბაო)
👉 იან ზომერი (ინტერი)
👉 რონვენ უილიამსი (მამელოდი სანდაუნსი)
წლის საუკეთესო მეკარე 28 ოქტომბერს გამოცხადდება.
ლევ იაშინის სახელობის პრიზს წლის საუკეთესო მეკარეს ფრანგული ჟურნალი 2019 წლიდან გადასცემს და დღემდე ის მოგებული აქვთ ალისონს, ჯანლუიჯი დონარუმას, ტიბო კურტუას და ემილიანო მარტინესს.