1793256640
სპორტი
გიორგი მამარდაშვილი: მხოლოდ ღმერთმა იცის, რამდენს ვშრომობ ყოველდღე, სწორედ ასეთი მომენტები მაძლევს იმის განცდას, რომ მთელი ეს შრომა ამად ღირს
გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ ინგლისის ლიგის თასის 1/8-ფინალში „ჩელსის“ დაუპირისპირდა, პენალტების სერიაში გაიმარჯვა (1:1 ძირითადი დრო, პენალტების სერია – 6:5) და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
მორიგი გმირული თამაშისა და თავდადების შემდეგ, გიორგი მამარდაშვილმა გულშემატკივარს საკუთარი ემოციები გაუზიარა.
„მხოლოდ ღმერთმა იცის, რამდენს ვშრომობ ყოველდღე. სწორედ ასეთი მომენტები მაძლევს იმის განცდას, რომ მთელი ეს შრომა ამად ღირს. მადლობა თქვენ, „წითლებო“, წარმოუდგენელი მხარდაჭერისთვის!“ - წერს მამარდაშვილი.