Loading data...
გიორგი მამარდაშვილი: კარგი განწყობით ჩამოვედი და მაქსიმალურად მზად ვარ, იმედი მაქვს, რომ ოთხივე შეხვედრას წარმატებით ჩავატარებთ

ერთა ლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე მოახლოებული შეხვედრების შესახებ საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ისაუბრა.

„მნიშვნელოვანი თამაშები მოდის. კარგი განწყობით ჩამოვედი და მაქსიმალურად მზად ვარ. რა თქმა უნდა, 100%-ით მოტივირებულები ვართ ამ თამაშებისთვის და იმედი მაქვს, რომ ოთხივე შეხვედრას წარმატებით ჩავატარებთ.

პირველი თამაში შედარებით რთული იქნება იმის გამო, რომ მაყურებელი არ გვეყოლება, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა ფეხბურთელმა მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, რომ ეს თამაში მოვიგოთ და სამი ქულა ავიღოთ. შემდეგ კი, უკვე უკრაინასთან შეხვედრაზე ვიფიქრებთ.

იმედი მაქვს, სტადიონი გაივსება და ქართველი გულშემატკივარი ჩვენთან ერთად გამარჯვებას იზეიმებს“, - განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა.

მატჩების განრიგი

  • 25 სექტემბერი, 20:00 - საქართველო - ჩრდილოეთ ირლანდია
  • 28 სექტემბერი, 20:00 - საქართველო - უკრაინა
  • 2 ოქტომბერი, 22:45 - უნგრეთი - საქართველო
  • 5 ოქტომბერი, 22:45 - ჩრდილოეთ ირლანდია - საქართველო