Loading data...
გიორგი მამარდაშვილი: ჩვენ ერთად ვქმნით იმ ისტორიას, რომელიც მხოლოდ მოგებებით არ იწერება და სწორედ ასეთ მომენტებში ჩანს, ვინ დგას გუნდის გვერდით ბოლომდე

„ჩვენ ერთად ვქმნით იმ ისტორიას, რომელიც მხოლოდ მოგებებით არ იწერება და სწორედ ასეთ მომენტებში ჩანს, ვინ დგას გუნდის გვერდით ბოლომდე“, - დაწერა საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა Facebook-ზე ბულგარეთთან გამართული მატჩის შემდეგ.

მან გულშემატკივრებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ წინ კიდევ დიდი გზაა, ნაკრები კი ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს გზა გამარჯვებებით გააგრძელოს.

„ამ თამაშების შემდეგ ყველაზე კარგად იგრძნობა, რა ბევრს ნიშნავს ერთმანეთის გვერდში დგომა.

ფეხბურთში გამარჯვება ყოველთვის ჩანს, მაგრამ ყველაზე ძვირფასი მხარდაჭერა სწორედ მაშინ არის, როცა შედეგი იმედის გამართლებას ვერ ახერხებს.

ჩვენ ერთად ვქმნით იმ ისტორიას, რომელიც მხოლოდ მოგებებით არ იწერება და სწორედ ასეთ მომენტებში ჩანს, ვინ დგას გუნდის გვერდით ბოლომდე.

მადლობა ყველას, ვინც დღესაც, გუშინაც და ხვალაც ჩვენს უკან დგას და იდგება. წინ კიდევ დიდი გზაა და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს გზა გამარჯვებებით გავაგრძელოთ.

თქვენი მხარდაჭერა ყველაზე დიდ ძალას გვაძლევს“, - დაწერა მამარდაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩზე ბულგარეთთან დამარცხდა. ანგარიში 2:1 ბულგარეთის ნაკრების სასარგებლოდ დასრულდა.