Loading data...
გიორგი ქვილითაია Aris Limassol-ის ფეხბურთელი გახდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქვილითაია კარიერას კვიპროსის Aris Limassol-ში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაცია საფეხბურთო კლუბი ავრცელებს.

როგორც ირკვევა, ქვილითაიამ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

„ქვილითაია „მწვანე“ გახდა. ქართველმა თავდამსხმელმა სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ქალაქ ლიმასოლში 2027 წლის ზაფხულამდე დარჩება!გიორგი ქვილითაიას მივესალმებით „არისის“ ოჯახში და მწვანე მაისურის წარმატებით ტარება ვუსურვოთ“, - წერს კლუბი სოციალურ ქსელ X-ში.

2021 წლიდან, გიორგი ქვილითაია „აპოელის“ ღირსებას იცავდა და მიმდინარე წელს, კვიპროსის ჩემპიონობაც იზეიმა.