Loading data...
გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა აკადემიური ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს

იტალიის ქალაქ ვარეზეში აკადემიურ ნიჩბოსნობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა - გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა - მსუბუქ წონაში, ორადგილიანი ნავის (LM2-) დისციპლინაში მეორე ადგილი დაიკავეს და ვერცხლის მედალი მოიპოვეს. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ტურნირზე 31 ქვეყნის 400-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს.