Loading data...
„ღმერთმა მე ამირჩია, მზად ვარ, ეს თვეები შრომაში, ტკივილსა და ცრემლებში გავიარო, მალე შევხვდებით!“ - ხვიჩა კვარაცხელია ემოციურ მიმართვას ავრცელებს

ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში ემოციური მიმართვა მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ცნობილი გახდა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ გამართულ მატჩში მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და მიმდინარე სეზონი მისთვის დასრულდა.

„ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა. ბევრს უთქვამს კიდეც, მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს, თამაში ფრედ დამთავრდებოდაო. ეს შეიძლება სიმართლე ყოფილიყო, მაგრამ მე ყოველი თამაშის წინ, ღმერთს ვთხოვდი, მოედანი ჯანმრთელად დამეტოვებინა, მაგრამ ამაოდ.

დიდი დრო არ გასულა, მაგრამ თავში მიტრიალებს: რატომ მაინცდამაინც მე? არასდროს არაფერი დამიკლია, ალბათ, ამ თამაშისთვის საუკეთესოდ მოვემზადე, რაც კი ოდესმე მოვმზადებულვარ. ყველაფრისთვის მეგონა მზად ვიყავი, მაგრამ ამისთვის - არა. და მაინც, ვხვდები, რომ ღმერთმა მე ამირჩია და თუ ამით მე სხვა მოედანზე მყოფი ფეხბურთელები დავიცავი, მზად ვარ, ეს თვეები შრომაში, ტკივილსა და ცრემლებში გავიარო. ვიცი, რომ უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა. არ გიღალატებთ, პირობას ვდებ, წამს არ დავაკლებ. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, მალე შევხვდებით!“, - წერს კვარაცხელია. 

შეგახსენებთ, კვარაცხელიამ ბარსელონასთან მატჩში ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. კლუბის ოფიციალური ინფორმაციით, კვარაცხელიას უახლოეს დღეებში ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდება.