Loading data...
გენო პეტრიაშვილი: RAF Georgia-ს ტურნირზე ძალიან საინტერესო შეხვედრები იქნება, ვფიქრობ, ქართველი გულშემატკივარი ისიამოვნებს

ძალიან საინტერესო შეხვედრები იქნება. ვფიქრობ, ქართველი გულშემატკივარი ისიამოვნებს, რომ მსოფლიო დონის ბევრი ათლეტი იასპარეზებს, - განაცხადა პრესკონფერენციაზე RAF Georgia-ს ტურნირის ქართველმა მონაწილემ გენო პეტრიაშვილმა.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამაღელვებელია, რომ ამ ორგანიზაციის და შეჯიბრების ნაწილი ვარ“, - აღნიშნა პეტრიაშვილმა.

ცნობისთვის, 11 ივლისს თბილისი თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირს RAF Georgia-ს უმასპინძლებს, რომელიც სპორტულ სამყაროში ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენად მიიჩნევა.