Loading data...
Gazzetta Dello Sport-ის გამოკითხვაში, თუ ვინ არის ევრო 2024-ის საუკეთესო მეკარე - მამარდაშვილი ლიდერობს

ცნობილი იტალიური გამოცემა Gazzetta Dello Sport-ი გამოკითხვას ატარებს, თუ ვინ არის ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე საუკეთესო მეკარე.

სიაში ყველა ის მეკარეა, რომელმაც ევრო 2024-ზე ითამაშა. აღსანიშნავია, რომ გამოკითხვას გიორგი მამარდაშვილი ლიდერობს, რომელსაც ხმების 47.5% აქვს, მისი უახლოესი მდევარი კი, ჯანლუიჯი დონარუმაა - 22.7%-ით.

გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ გულშემატკივარს მოცემულ ბმულზე შეუძლია.