Loading data...
განსხვავებული ტიპის ფეხბურთელია, კვარაცხელიასთან დაპირისპირება ხშირად რთულ საღამოს ნიშნავს - ფრანგული მედია

„პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ის 28-ე ტურში „ტულუზი“ 3:1 დაამარცხა, რაშიც ხვიჩა კვარაცხელიამ წვლილი საგოლე პასით შეიტანა.

გარდა ამისა, ქართველი ისედაც გამორჩეული იყო და ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. ფრანგულ მედიაში ხვიჩას თამაშს ასეთი გამოხმაურება აქვს:

Foot Mercato: „საგოლე პასის გარდა, ფასდაუდებელი იყო ბურთის შენარჩუნებასა და გადაწყვეტილებებში. მან გუნდი პირველ ადგილზე დააყენა, 11 დუელი მოიგო, გოლის შანსიც ჰქონდა და რომ გაეტანა, ჯილდო იქნებოდა“.

90 Min: „პირველ ტაიმში ჭკვიანურად ითამაშა, რამდენიმე სახიფათო სიტუაცია შექმნა. დაცვაშიც ძალისხმევა არ აკლდა. მეორე ტაიმში მარჯვენა ფლანგზე თამაშობდა და რამდენიმე ბრწყინვალე გარღვევა განახორციელა“.

Parisfans: „ის იმდენად მშრომელია, რომ ლუის ენრიკე ბედნიერი უნდა იყოს გუნდში მისი ყოლით. როგორც პარიზელთა მწვრთნელი ხშირად ამბობს, ის განსხვავებული ტიპის ფეხბურთელია. პირველ ტაიმში დაახლოებით 10 დუელი მოიგო, რაც საკმაოდ შთამბეჭდავია. კვარაცხელიასთან დაპირისპირება ხშირად რთულ საღამოს ნიშნავს. შესანიშნავი თამაში“.

ხვიჩა კვარაცხელიას საფრანგეთის ლიგა 1-ში ჩატარებულ 23 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი და 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირზე 37 შეხვედრაში 12 გოლი და 8-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.