1735234557
სპორტი
„გამარჯვება დიდი უპირატესობით“ - მიქაუტაძე „ლიონში“ დეკემბრის MVP გახდა
„ლიონის“ საუკეთესო ფეხბურთელი დეკემბრის თვეში გიორგი მიქაუტაძე გახდა. ქართველმა თავდამსხმელმა გამოკითხვა დიდი უპირატესობით მოიგო.
გამოკითხვა „ლიონის“ ვებგვერდზე მიმდინარეობდა, სადაც მიქაუტაძეს ხმების 76% ერგო, რაიან შერკის 22% და ნიკოლას ტალიაფიკოს - 2%.
მთლიანობაში ხმა 17 908 გულშემატკივარმა მისცა, საიდანაც 13 500-ზე მეტი ხმა ქართველმა მიიღო, რომელმაც დეკემბერში ჩატარებულ 5 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.
გიორგი მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონში 21 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ერთხელ საგოლე პასით გამოირჩა.