Loading data...
„ფორმულა 1“-ის პილოტი ლუის ჰემილტონი Mercedes-დან Ferrari-ში გადავიდა

ცნობილმა ავტომრბოლელმა, „ფორმულა1“-ის 7 გზის ჩემპიონმა ლუის ჰემილტონმა განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს Mercedes-ის გუნდიდან Ferrari-ში გადადის. ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება.

„მე Mercedes-ის გუნდთან 11 დაუვიწყარი სეზონი გავატარე და ძალიან ვამაყობ იმით, რასაც მივაღწიეთ. Mercedes ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო, აქ მე გავიზარდე, ამიტომ გუნდიდან წასვლა მარტივი გადაწყვეტილება არ ყოფილა. მაგრამ ჩემთვის ახალი გამოწვევების დრო დადგა და მზად ვარ ეს ნაბიჯი გადავდგა“, - განაცხადა ჰემილტონმა.

ჰემილტონი McLaren-დან Mercedes-ში 2013 წელს გადავიდა და 103 გრანპრიზე გაიმარჯვა, რაც „ფორმულა1“-ის რეკორდია.

ლუის ჰემილტონი 40 წლის იქნება, როდესაც „Ferrari-ში გადავა. ბოლოს ის „ფორმულა 1“-ის ჩემპიონი 2020 წელს გახდა. მას შემდეგ ამ ავტორბოლის გამარჯვებული Red Bull-ის პილოტი მაქს ფერსტაპენი ხდება.

რაც შეეხება Ferrari-ის, მისი პილოტო კიმი რაიკონენი „ფორმულა1“-ის ჩემპიონი ბოლოს 2007 წელს გახდა. მას შემდეგ ამ გუნდს ავტორბოლის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი არ მოუგია და იმედი აქვს, რომ ამას ლუის ჰემილტონთან ერთად შეძლებს.