Loading data...
Football-Italia: კვარაცხელიას ცეკვამ „ნაპოლი“ დაამშვიდა

იტალიური გამოცემა Football-Italia საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შესახებ წერს. 

მედია წერს, რომ კვარაცხელია ევროპის 2024 წლის პლეი-ოფის წარმატებულ ფინალში ტრავმის გამო შესაცვლელი გახდა და საქართველოს ნაკრებს ევრო 2024-ის პლეი-ოფის წარმატებულ ფინალში გუნდს ბოლომდე ვერ დაეხმარა.

როგორც გამოცემა წერს, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, იტალიის ჩემპიონატის შემდეგი ტურის მატჩი გამოტოვოს.

„ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის გამო შესაცვლელი გახდა და საქართველოს ნაკრებს ევრო 2024-ის პლეი-ოფის წარმატებულ ფინალში გუნდს ბოლომდე ვერ დაეხმარა, მაგრამ მატჩის შემდგომ მისმა ცეკვამ გუნდი დაამშვიდა.

კვარაცხელიას საბერძნეთთან შეხვედრის დამატებით დროში მარცხენა ბარძაყის კუნთი დაეჭიმა. ამის გამო მან გამოტოვა პენალტების სერია, რომელმაც საქართველოს ნაკრები კონტინენტის მთავარ საფეხბურთო ტურნირზე პირველად გაიყვანა.

„ნაპოლიში“ თავიდან ვარაუდობდნენ, რომ კვარაცხელიას საზარდულის ტრავმა აწუხებდა, მაგრამ ვნახეთ, კვარა გასახდელში ტრადიციულ ქართულ ცეკვას რომ ასრულებდა და ამ კადრებმა ყველა დაამშვიდა“, - წერს Football-Italia.