FIFA-ს ახალი წესი, რაც ხვიჩა კვარაცხელიას ოქროს ბურთის მოგების შანსებს ზრდის
2026 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია 27 ოქტომბერს, ლონდონში გაიმართება, 8 სექტემბერს კი 30 ნომინანტი დასახელდება.
მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებისთანავე, FIFA Ballon d'Or-მა გვამცნო, რომ წელს ოქროს ბურთი მოგების საზომი მხოლოდ მუნდიალი არ იქნება და უპირატესობა მთლიან სეზონში ჩატარებულ მატჩებსაც მიენიჭება.
კიდევ ერთი ახალი წესი, რაც ჩვენთვის სასიხარულოა, არის ის, რომ გადამწყვეტი ფაქტორი დიდ მატჩებში ნაჩვენები შედეგები იქნება, კერძოდ:
„ოქროს ბურთის წლევანდელი გამოცემა დიდ ყურადღებას გაამახვილებს მნიშვნელოვან მატჩებში ფეხბურთელის ზეგავლენას თავის კლუბზე, ეს ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იქნება გამოკითხვაში“, - წერია განცხადებაში.
პსჟ-ს ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ კი გასულ სეზონში ყველა მნიშვნელოვან მატჩში გაიბრწყინა. ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში გოლი მონაკოსთან, 1/8 ფინალში 3 გოლი და ასისტი ჩელსისთან, 1/4 ფინალში გოლი და ასისტი ლივერპულთან, ნახევარფინალში დუბლი და ასისტი ბაიერნთან და ფინალში მოპოვებული პენალტი არსენალთან.