Loading data...
ევროპის საფეხბურთო პირველობის პირველ მატჩში გერმანიამ შოტლანდია 5-1 დაამარცხა

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველ მატჩში გერმანიამ შოტლანდიას 5-1 მოუგო. შეხვედრა მიუნხენში გაიმართა.

გერმანიის ნაკრებმა 3 ქულა აიღო და ჯგუფში ამჟამად პირველ ადგილზეა. შემდეგ მატჩში გერმანია უნგრეთს შეხვდება, ხოლო შოტლანდია - შვეიცარიას.

15 ივნისს კი 3 მატჩი გაიმართება, უნგრეთი შეხვდება შვეიცარიას, ესპანეთი ხორვატიას და იტალია - ალბანეთს.

ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისამდე იმართება. ევროპის მოქმედი ჩემპიონი იტალიაა, რომელმაც ეს ტიტული 2021 წელს მოიპოვა. მაშინ კორონავირუსის პანდემიის გამო ჩემპიონატი 2020 წლის ნაცვლად 2021 წელს ჩატარდა.