Loading data...
ევრო 2024-ის ბილეთების გაყიდვის ბოლო ეტაპი დაიწყო

უეფას 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვის ბოლო ეტაპი დღეს, 13:00 საათთიდან დაიწყო. ბილეთების შეძენა კვლავ უეფას ბილეთების პორტალზეა შესაძლებელი.

რა არის საჭირო პორტალზე შესასვლელად?

პორტალზე შექმენით პირადი გვერდი ან ასეთის არსებობის შემთხვევაში, გაიაროთ ავტორიზაცია.

მომხმარებლის სრულყოფილი პროფილის შესაქმნელად დაგჭირდებათ საიტზე არსებული აუცილებელი ველების შევსება: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი ან პასპორტის ნომერი, საცხოვრებელი მისამართი, მობილური ტელეფონის ნომერი და ელფოსტის მისამართი.

ერთ მომხმარებელს თითოეულ მატჩზე 4 ბილეთის შეძენის შესაძლებლობა ექნება. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ როგორც Alipay-ის ელექტრონული საფულით, ისე საბანკო ბარათებით (VISA ან Mastercard).

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას გამართავს. 18 ივნისს დორტმუნდში, ჩვენი გუნდი თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 22 ივნისს, ჰამბურგში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩეხეთი იქნება. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ჩვენი გუნდი 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.