1791308201
სპორტი
ეთერ ლიპარტელიანი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ავაჟღერო საქართველოს ჰიმნი
ეთერ ლიპარტელიანმა ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. შეჯიბრების დასრულების შემდეგ მან მედიასთან კომენტარი გააკეთა.
„მსოფლიო ჩემპიონატამდე ორიოდე კვირით ადრე მივიღე დაზიანება. ნეკნი ცოტა გაბზარული მქონდა.
გული მწყდება, რომ ოქროს მედალი ვერ მოვიპოვე, რადგან ძალიან კარგ ფორმაში ვიყავი. შეიძლება იმაზე უკეთეს ფორმაშიც, ვიდრე შარშან.
მინდოდა, კიდევ ერთხელ მომეგო მსოფლიო ჩემპიონატი, კიდევ ერთი ისტორია დამეწერა, მაგრამ არ გამოვიდა. ცოტა გული მწყდება, მაგრამ წელს თუ მეორე ადგილი დავიკავე, ყველაფერს გავაკეთებ, რომ კიდევ ავაჟღერო საქართველოს ჰიმნი“, - განაცხადა ეთერ ლიპარტელიანმა.