ესპანეთთან მატჩის შემდეგ კაბო-ვერდეს მეკარის ექაუნთზე გამომწერთა რაოდენობა 56 ათასიდან 5,7 მლნ-მდე გაიზარდა
ესპანეთი - კაბო-ვერდეს საფეხბურთო მატჩის შემდეგ, სადაც ფრე 0:0 დაფიქსირდა, კაბო-ვერდელთა 40 წლის მეკარის, ჟოზიმარ დიაშის ექაუნთზე Instagram-ში გამომწერთა რაოდენობა 56 ათასიდან 5,7 მლნ-მდე გაიზარდა. ამის შესახებ Nexta live იუწყება.
მეკარე ამჟამად პორტუგალიის მეორე დივიზიონის, კლუბის, „შავეშის“ ღირსებას იცავს.
„ეს ნამდვილი სიგიჟეა“, - განაცხადა ჟოზიმარ დიაშმა მატჩის შემდეგ.
ესპანეთის ნაკრებთან მატჩის დროს მეკარემ 7-ჯერ კარი გადაარჩინა და ის შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მეკარემ თქვა, რომ ის მთელი ცხოვრება მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს ოცნებობდა და ძალიან ნანობს, რომ მისი ბებია და ბაბუა ამ მომენტს ვერ მოესწრნენ. დედა კი აშშ-ში სავიზო და ფინანსური პრობლემების გამო ვერ ჩავიდა.
მსოფლიო საფეხბურთო პირველობის ფარგლებში კაბო-ვერდე შემდეგ თამაშს 22 ივნისს ურუგვაის წინააღმდეგ გამართავს.