Loading data...
ეს ორი საოცრად უგებენ ერთმანეთს - La Repubblica კვარაცხელიასა და ლუკაკუზე

იტალიური გამოცემა La Repubblica ხვიჩა კვარაცხელიას და რომელუ ლუკაკუს ტანდემს გამოეხმაურა.

„კალიარის“ წინააღმდეგ მათ გოლები ერთმანეთის პასებით გაიტანეს და გამოჩნდა, რომ უკვე შეთამაშდნენ.

„ნაპოლის“ გოლებს ახალი ტყუპი ჰყავს: ლუკაკუ და კვარაცხელია. თითქოს ეს ორი ერთმანეთისთვისაა შექმნილი და საოცრად უგებენ ერთმანეთს, უფრო ბუნებრივადაც კი, ვიდრე ქართველი და ოსიმენი უგებდნენ“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე (სერია A და იტალიის თასი) ხუთ მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს აქტივში. „ნაპოლი“ 9 ქულით სერია A-ში გალიდერდა, მომდევნო მატჩს კი, 21 სექტემბერს, სტუმრად ტურინის „იუვენტუსთან“ ჩაატარებს.