Loading data...
ეს იყო დაუვიწყარი ემოციები, შოკშია მთელი ქვეყანა იმიტომ, რომ ალბათ შეუძლებელი შევძელით - გიორგი გველესიანი

ჩემთვის ეს იყო დაუვიწყარი ემოციები, შოკშია მთელი ქვეყანა იმიტომ, რომ ალბათ შეუძლებელი შევძელით, - ამის შესახებ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მიზნების მიღწევისთვის ბრძოლას მუდმივად აგრძელებს.

„ჩემთვის ეს იყო დაუვიწყარი ემოციები. სრულიად შოკშია მთელი ქვეყანა იმიტომ, რომ ალბათ ჩვენ შეუძლებელი შევძელით. ამას არავინ მოელოდა. პირადად ჩემს ღრმა ოცნებებშიც ვერ ვიოცნებებდი. რა თქმა უნდა, ბავშვობაში წარმომედგინა როგორ თამაშობდა საქართველოს ნაკრები ევრო ასპარეზზე. წარმოდგენებში შეიძლება გამეთამაშებინა ფინალური ეტაპიც, თუმცა რეალობიდან გამომდინარე, ნამდვილად რთული წარმოსადგენი იყო. არასდროს დამიყრია ფარ-ხმალი და ვაგრძელებდი მუდმივად ჩემი მიზნებისთვის და ჩემი ოცნებებისთვის ბრძოლას“, - აცხადებს გიორგი გველესიანი.