„ეს გამარჯვება არ დაავიწყდება, საფრთხის დროს კარგად ითამაშა“ - მედია „რეალთან“ მამარდაშვილის თამაშზე
ბრიტანული მედია მადრიდის „რეალთან“ „ლივერპულის“ მეკარის, გიორგი მამარდაშვილის თამაშს შემდეგნაირად გამოეხმაურა.
This is anfield 8 ქულა: „ენფილდზე“ ორი მეკარიდან ყველაზე დაკავებული კურტუა იყო. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მამარდაშვილის მუშაობა საჭირო არ ყოფილა. ქართველ ფეხბურთელს თამაშში ჩართვა პირველი ტაიმის ბოლოს მოუწია და ეს ორი კარგი სეივით გააკეთა, როცა ჯუდ ბელინგემს და არდა გიულერს აჯობა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმში მას საქმე იშვიათად ჰქონდა, „ვალენსიას“ ყოფილ ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე „ენფილდზე“ პირველი მატჩი და გამარჯვება არ დაავიწყდება“.
Liverpool echo 7 ქულა: „უსაქმოდ იყო, სანამ შესვენებამდე ბელინგემის დარტყმის შემდეგ გუნდი არ გადაარჩინა“.
Daily Express 7 ქულა: „მატჩის დიდი ნაწილი მაყურებლის რანგში გაატარა, თუმცა, საფრთხის დროს კარგად ითამაშა. შედარებით მშვიდ საღამოს დაცვას უნდა უმადლოდეს“.
Liverpool.com 7 ქულა: „პირველი ტაიმის ბოლომდე საქმე არ ჰქონია, მაგრამ ბოლოს ზედიზედ ორი კარგი სეივი განახორციელა. ის ელოდა, რომ მეტი საქმე ექნებოდა“.
შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულმა“ მერვე მატჩი ჩაატარა: 4 პრემიერლიგაში, 3 ჩემპიონთა ლიგაზე და 1 ინგლისის ლიგის თასზე.
„ლივერპულს“ ჩემპიონთა ლიგაზე ოთხ ტურში 9 ქულა აქვს და მომდევნო ტურში 26 ნოემბერს, პსვ ეინდჰოვენს უმასპინძლებს, თუმცა, უახლოეს მატჩს 9 ნოემბერს, პრემიერლიგის ეგიდით სტუმრად „მანჩესტერ სიტისთან“ გამართავს.