1707414362
სპორტი
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
პარიზში ერთა ლიგის 2024/25 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა და საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა.
„ჯვაროსნები“ წინა ტურნირის C ლიგის მეორე ჯგუფის გამარჯვებულები გახდნენ და B ლიგაში დაწინაურდნენ, შესაბამისად, ახალ გათამაშებაში გაცილებით ძლიერ მეტოქეებთან მოუწევთ ჯგუფურ ეტაპზე თამაში.
„ბ დივიზიონის“ მესამე ჯგუფში ჩვენი ნაკრები ჩეხეთს, უკრაინასა და ალბანეთს დაუპირისპირდება.
გათამაშების 4 საუკეთესო გუნდი მიიღებს საგზურს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში გაიმართება. ერთა ლიგის პირველი თამაშები 2024 წლის ოქტომბერში გაიმართება, ტურნირის ფინალური ეტაპი კი 2025 წლის ივნისში.