Loading data...
ძიუდო - ლაშა ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ნახევარფინალშია

ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის დასკვნით დღეს, ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა (90 კგ) მეოთხედფინალში სამხრეთკორეელი კიმი ულამაზესი იპონით დაამარცხა და ნახევარფინალში იაპონელ რიკუ ოკადას დაუპირისპირდება.

შეჯიბრზე გამომსვლელი სხვა ქართველი ძიუდოისტები ადრეულ ეტაპზე დამარცხდნენ და ტურნირს გამოეთიშნენ.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.