Loading data...
დვალიშვილი MMAJunkie-ის წლის საუკეთესო მებრძოლად დასახელდა

ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი, UFC-ის ყოფილი ჩემპიონი მსუბუქ წონით კატეგორიაში, ავტორიტეტულმა ამერიკულმა ვებგვერდმა MMAJunkie-მ წლის საუკეთესო მებრძოლად დაასახელა.

„დიახ, მერააბ დვალიშვილმა ბოლო ბრძოლა წააგო, თუმცა რაც მან ბოლო 12 თვის განმავლობაში მიაღწია და ის შთაბეჭდილება, რაც გულშემატკივრებზე მოახდინა - შესაძლოა, საბოლოოდ დაამკვიდრა კიდეც თავი როგორც ყველა დროის საუკეთესო მებრძოლმა მსუბუქ წონით კატეგორიაში. წლის ჯილდოს სხვა კანდიდატებთან შედარებით გაცილებით გამორჩეულია“, - წერს MMAJunkie.

MMAJunkie-ის რეპორტიორებმა შიდა კენჭისყრა ჩაატარეს სამი კანდიდატის შორის: მერაბ დვალიშვილი, ისლამ მახაჩევი და პეტრ იანი. წილისყრის შედეგად დვალიშვილმა ექვსი ხმა მიიღო, მახაჩევმა - ხუთი, ხოლო იანმა - ერთი.