Loading data...
„დომინოს ეფექტს გამოიწვევს“ - დი მარციო „პსჟ“-ში კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ „პარი სენ-ჟერმენში“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი დომინოს ეფექტს გამოიწვევს.

როგორც მან აღნიშნა, ეს სიახლე სატრანსფერო ბაზარზე ყველაფერს არყევს, რადგან „ნაპოლის“ მოუწევს კვარაცხელიას შეცვლა.

„პარი სენ-ჟერმენში“ კვარაცხელიას ტრანსფერი ყველაფერს არყევს და ბევრი რამ შეცვალა, იმის გათვალისწინებით, რომ თუ „ნაპოლი“ მას ნამდვილად გაყიდის, ის უნდა შეცვალოს და ეს დომინოს ეფექტს გამოიწვევს, რაც ჩვეულებრივ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში ხდება, მაგრამ ზამთარში არა“, - აღნიშნა დი მარციომ.