Loading data...
„დინამო არენაზე“ 16 მაისს „ლეგენდების სერიის“ მორიგი შეხვედრა გაიმართება

16 მაისს, 19:00 საათზე, „დინამო არენაზე“ „ლეგენდების სერიის“ მორიგი შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრაზე ბარსელონას ყველა დროის ვარსკვლავები საქართველოს ვეტერან ფეხბურთელებს შეხვდებიან.

როგორც ცნობილია კატალონიის გრანდის რიგებში ითამაშებენ რონალდინიო, მაქსველი, ედგარ დავიდსი, ლუდოვიკ ჟიული და სხვები.

„ვფიქრობ, სასიამოვნო თამაში იქნება. ისიამოვნებს მაყურებელი, გულშემატკივარი - საქართველოში ფეხბურთი ძალიან უყვართ და შესაძლებლობაა,  თავიანთი საყვარელი ფეხბურთელები გაიხსენონ კიდევ ერთხელ“, - განაცხადა ლეგენდების მატჩის მონაწილემ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ.