Loading data...
დღეს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება

მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში დღეს დაიწყება. ტურნირი მექსიკისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებების შეხვედრით გაიხსნება.

თამაში მეხიკოში, ლეგენდარულ სტადიონ „აცტეკაზე“, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება, მანამდე კი მუნდიალის გახსნის ცერემონია ჩატარდება.

მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. ისტორიაში პირველად, მუნდიალს ერთდროულად სამი ქვეყანა - აშშ, მექსიკა და კანადა უმასპინძლებს.

ტურნირში ჩვეული 32 გუნდის ნაცვლად, 48 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. სულ მსოფლიო ჩემპიონატზე 104 მატჩი გაიმართება (რაც რეკორდია მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში).