Loading data...
დღეს კიდევ ერთი ბრძოლის დღეა, ბრძოლის, რომელშიც მხოლოდ მოსაგებად შევდივართ, გამარჯვება ბიჭებო! - შალვა პაპუაშვილი

დღეს კიდევ ერთი ბრძოლის დღეა. ბრძოლის, რომელშიც მხოლოდ მოსაგებად შევდივართ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, ჩვენი სიძლიერე ჩვენს შემართებაშია.

„დღეს კიდევ ერთი ბრძოლის დღეა. ბრძოლის, რომელშიც მხოლოდ მოსაგებად შევდივართ. დღეს, კიდევ ერთხელ, ერთ ხმაში უნდა ავაძგეროთ ქართული გული - მოედანზე და ტრიბუნაზე, სახლში და გზაში, მთაში და ბარში, ერში და ბერში. ჩვენი სიძლიერე ჩვენს შემართებაშია. გამარჯვება ბიჭებო!“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს გერმანიის ქალაქ კიოლნში დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდება.