Loading data...
დევიდ უები: საქართველოსთვის ევროპაზე გასვლა ისტორიული მიღწევაა, თუმცა ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ და მიზანი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის ასისტენტი დევიდ უები ბრიტანულ გამოცემა talksport.com -ს ესაუბრა, სადაც 45 წლის მწვრთნელმა კომენტარი საქართველოს ნაკრებზეც გააკეთა, მისი თქმით შემდეგი მიზანი საქართველოს ნაკრების 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია.

„საქართველოს ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატზე თამაში ისტორიული მიღწევა იყო, თუმცა ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ და მიზანი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია. ვფიქრობ ჩვენ გვყავს იმ ხარისხის მოთამაშეები, მწვრთნელები და პერსონალი, რომელიც ამ მიზნის მიღწევას უფრო გაგვიადვილებს, ამას ემატება ის ფაქტიც, რომ საქართველოს უკვე აქვს დიდ ტურნირზე თამაშების გამოცდილება.

პირადად ჩემთვის ისეთ მწვრთნელთან ერთად მუშაობა, როგორიც ვილი სანიოლია დიდი პატივია, რადგან მას აქვს საოცარი ნიჭი, ის როგორც ფეხბურთელიც გასაოცარი იყო, ამიტომ მასთან მუშაობით დიდ გამოცდილებას ვიღებ. ჩემი ამბიცია, რა თქმა უნდა მთავარ მწვრთნელად მუშაობაა, თუმცა ამისთვის ჯერ გამოცდილება და ცოდნის დაგროვებაა საჭირო. არ ვიცი როდის ვიმუშავებ მთავარ მწვრთნელად, ეს დამოკიდებულია შესაძლებლობაზე და სწორ პროექტზე“ - განაცხადა უებმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს 4 სექტემბერს დაიწყებს, სადაც მისი პირველი მეტოქე თურქეთის ნაკრები იქნება.