Loading data...
დავიდ ნერეში კვარაცხელიაზე: ტოპ მოთამაშეა, გული დამწყდა, რომ წავიდა

„ნაპოლის“ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა დავიდ ნერეშმა იტალიურ გამოცემა Corriere della Sera-ს ინტერვიუ მისცა, სადაც მას ხვიჩა კვარაცხელიაზეც ჰკითხეს.

„კვარაცხელიას მემკვიდრე? მე ვარ დევიდ ნერეში, დავიბადე სან-პაულუში და გავიზარდე მესის და რონალდინიოს ლეგენდებზე. კვარა ტოპ მოთამაშეა და კლუბის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო. როგორც პიროვნებას და როგორც მეგობარს, გული დამწყდა, რომ ის წავიდა.

ვინ მოიგებს სკუდეტოს? რა თქმა უნდა „ნაპოლი“, რატომაც არა? ინტერი კარგი გუნდია, თუმცა ჩვენ გვაქვს ძალა და რესურსი ჩემპიონობის და ბოლომდე ვიბრძოლებთ.

რატომ დავთანხმდი ნაპოლის შემოთავაზებას? კარიერის განმავლობაში არაერთ კარგ გუნდში ვთამაშობდი, მაგრამ არა ისეთ ლიგაში, როგორიც იტალიის სერია A-არის. ნაპოლიმ კი აქ თამაშის შესაძლებლობა მომცა, რაზეც ბევრი არ მიფიქრია. ეს არის კლუბი, რომელსაც აქვს პროექტი და დიდი მიზნები“ - განაცხადა ნერეშმა.

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა და იტალიური კლუბის მაისურით 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო 24-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. მან 2023 წელს სკუდეტო მოიგო, სერია A-ში 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ „ნაპოლი“ იანვარში დატოვა და „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა, სადაც ყველა ტურნირზე 14 მატჩის ჩატარება მოასწრო, მის ანგარიშზე 2 გატანილი გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.