Loading data...
„დაგვრჩა ერთი ნაბიჯი, რომელიც უნდა მივიყვანოთ ბოლომდე“ - ხვიჩა კვარაცხელია ჩეხეთთან მატჩამდე

„ვფიქრობ, რომ საქართველოს ნაკრებს აქვს იმის რესურსი, რომ წარმატებული იყოს, როგორ 2024 წელს“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩეხეთთან შეხვედრის წინ განაცხადა.

მისი თქმით, ნაკრებს ერთი ნაბიჯი აქვს დარჩენილი და საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს, რომ დღევანდელი თამაში მოიგოს და ერთა ლიგის B დივიზიონში პირველი ადგილი დაიკავოს.

„ბოლო თამაში, ბოლო ნაბიჯი დაგვრჩა, რომელიც უნდა მივიყვანოთ ბოლომდე. ამ თამაშზე უნდა ვიფიქროთ და შემდეგ, ალბათ, 2025-ზე. მნიშვნელოვანი იქნება ყველაფერი ისე გავაკეთოთ და ისევ ისე ვიშრომოთ, როგორც აქამდე ვაკეთებდით და ვფიქრობ, რომ საქართველოს ნაკრებს აქვს იმის რესურსი, რომ ისეთი წარმატებული ნაკრები იყოს, როგორც 2024 წელს იყო. ჩემი აზრით, წინ ვივლით, რადგან გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ განვითარება“, - ამბობს ხვიჩა კვარაცხელია. 

შეხვედრა საქართველოსა და ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის დღეს, 23:45 საათზე დაიწყება.