Loading data...
„დაახვიეთ!“ - ლიონის მფლობელის პასუხი „გალათასარაის“ მიქაუტაძის ტრანსფერზე

„ლიონის“ მფლობელმა ჯონ ტექსტორმა „გალათასარაიში“ გიორგი მიქაუტაძის გაყიდვაზე უარი თქვა.

როგორც მან აღნიშნა, თურქებმა „ლიონს“ სასაცილო, თანაც შავ ბაზარზე ნაშოვნი ფული შესთავაზეს. ტექსტორმა თურქული კლუბების მიმართ უშვერი სიტყვებიც გამოიყენა.

„თურქულმა კლუბებმა ჩვენს შესანიშნავ ფეხბურთელებში ძალიან დამამცირებელი თანხები შემოგვთავაზეს, რადგან იფიქრეს, რომ ცუდი ფინანსური მდგომარეობა გვქონდა. თუმცა, გარკვევით ვუთხარი, რომ დაეხვიათ. მიქაუტაძეზე 20 მილიონი ევროს შემოთავაზება გამოაგზავნეს და უარი ვთქვი, რადგან ვიცოდი, რომ ფული შავი ბაზრიდან და უკანონო ფსონების ბაზრიდან მოდიოდა. შემდეგ უსირცხვილოებმა შეთავაზება 25 მილიონამდე გაზარდეს, რაზეც ისევ ვუთხარი: დაახვიეთ აქედან ნაბიჭვრებო“, - აღნიშნა ტექსტორმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში „ლიონის“ რიგებში ჩატარებულ 23 მატჩში 7 გოლი გაიტანა, ხოლო ერთხელ საგოლე პასი მიითვალა.

„გალათასარაის“ ქართველი ფორვარდი პირად კონტრაქტზეც ვერ უთანხმდებოდა, კონკრეტულად ხელფასზე. ასე რომ, თუ არაფერი შეიცვალა, მიქაუტაძე „ლიონში“ დარჩება.