Loading data...
„ჩვენ გვყავდა ჯორჯ ბესტი, თქვენ - ქინქლაძე და კვარაცხელია“ - ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი

ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მაიკლ ონილი იმაზე საუბრობს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პატარა ქვეყნებისთვის ისეთი დიდი ფეხბურთელების ყოლა, როგორებიც ჯორჯ ბესტი, ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი ქინქლაძე არიან.

„ჯორჯ ბესტი არის ფეხბურთელი, რომელმაც ჩრდილოეთ ირლანდიური ფეხბურთი მსოფლიო რუკაზე გამოიტანა, რაც პატარა ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია.

ამ მომენტში საქართველოს მსგავსი ფეხბურთელი ჰყავს ხვიჩა კვარაცხელიას სახით, რომელიც მსოფლიო დონის მოთამაშეა.

მანამდე საქართველოს გიორგი ქინქლაძე ჰყავდა, ამ ქვეყნისთვის ასეთი ფეხბურთელების ყოლა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ონილმა.