„ჩვენ დავბრუნდით, იმ ჯოჯოხეთის გამოვლის შემდეგ უფრო ძლიერი ვარ ვიდრე, იქამდე“ - ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში ემოციური ვიდეო გაავრცელა
UFC-ის მსუბუქი დივიზიონის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან მარცხის შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა.
ქართველმა სოციალურ ქსელში ემოციური ვიდეო გაავრცელა, სადაც თავის შვილ ჰუგოს ემოციურ წერილს უგზავნის. ილიამ გულშემატკივარს განუცხადა, რომ დასაბრუნებლად მზადაა.
„ჰუგო, ბოლო პერიოდია შენზე ვფიქრობ. იმაზე, თუ რა იგრძენი, როცა ჩემი დაცემა ნახე. ვიცი, რომ გეტკინა და, როგორც შენი მამა, ყველაფერს გავაკეთებდი, რომ იმ მომენტისგან დამეხსენი. მაგრამ თან მიხარია, რომ ეს ყველაფერი ერთად გადავიტანეთ, რადგან იმ დღემ ორივე უფრო ძლიერები გაგვხადა. მინდა, რომ ერთი რამ გახსოვდეს, ცხოვრებაში ყოველთვის ვერ გაიმარჯვებ და ეს ნორმალურია.
ცხოვრებაში მარცხი მნიშვნელოვანი არ არის. მნიშვნელოვანია როგორ მარცხდები და ვინ გინდა იყო. როცა ყველაფერი ბნელდება, როცა გიწევს არჩევანი გააკეთო მიწაზე დარჩენასა და ფეხზე წამოდგომას შორის. ვფიქრობ, ღმერთს უნდოდა ეს მომენტი გამომეცადა, რათა ესწავლებინა ის, რასაც ვერცერთი გამარჯვება ვერ გასწავლის. პიროვნულობა მაშინ არ ჩნდება, როცა ყველაფერი ისე მიდის როგორც გინდა, ის მაშინ ჩანს, როცა ყველაზე რთული დღე გაქვს. და იცი რას მივხვდი? იმ ჯოჯოხეთის გამოვლის შემდეგ უფრო ძლიერი ვარ ვიდრე, იქამდე!
ჩემპიონი ის არაა ვინც არასდროს მარცხდება, არამედ ის ვინც ყოველთვის პოულობს მიზეზს წამოსადგომად. ესაა ყველაფერი რაც შენთვის მინდა. შეიძლება ყოველთვის ვერ გაიმარჯვო, მაგრამ არასოდეს შეგეშინდეს წაგების. ვერცერთი მარცხი ვერ მიგითითებს ვინ ხარ, ამას მხოლოდ შენ წყვეტ. რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის გახსოვდეს - შენი პიროვნებაა რეალური გამარჯვება, რომელსაც ვერავინ წაგართმევს. ჩვენ დავბრუნდით“,- აცხადებს ილია თოფურია.