Loading data...
ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრას ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ბელფასტში გამართავს.

„ჯვაროსნების“ მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობა დაასახელა: მამარდაშვილი, კაკაბაძე, დვალი, ლოჩოშვილი, საზონოვი, მამაგეიშვილი, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია, ზივზივაძე.

შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. ტურნირის პირველი 3 მატჩის შემდეგ ჩვენი ნაკრები 1 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზეა.