Loading data...
ჩალჰანოღლუ: დარწმუნებული ვარ, „ყვითელი კედელი“ წითელი გახდება, საქართველოსთან მატჩს ძალიან სერიოზულად მივუდგებით

F ჯგუფის პირველ შეხვედრაზე თურქეთის ნაკრების ლიდერმა ჰაკან ჩალჰანოღლუმ გამოცემა Habertürk-თან ისაუბრა.

„ვცდილობთ, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგათ, რასაც ვახერხებთ. ეს ტურნირი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს, რომ კარგად ჩაივლის. ამ გუნდს ევრო 2008-ის ნაკრების შემართება აქვს. პირველი მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოსთან მატჩს ძალიან სერიოზულად მივუდგებით.

ინტერში კარგი სეზონი მქონდა და მოტივირებული დავბრუნდი. მინდა, ჩემს მშობლებს მადლობა გადავუხადო. არასდროს გვავიწყდება ჩვენი კულტურა და ის, თუ საიდან ვართ. თურქებს გერმანიაში ყოფნისას საკუთარი ქვეყანა ენატრებათ. დარწმუნებული ვარ, რომ „ყვითელი კედელი“ წითელი გახდება. ეროვნულის ნაკრებისთვის წარმატება გვსურს. ეს ჩემი მთავარი მიზანია“, - აცხადებს ჰაკანი.