Loading data...
„ბორჯღალოსნებმა“ შვეიცარიის ნაკრები ანგარიშით 54:3 დაამარცხეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრა შვეიცარიის ნაკრებთან ქალაქ ივერდონში გამართა და მეტოქე 54:3 დაამარცხა.

პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ერთი ლელოს დადება მოახერხა. მეორე ტაიმში კი „ბორჯღალოსნებმა“ 7 ლელო დადეს.

ამ ანგარიშით საქართველოს ნაკრები A ჯგუფში პირველ ადგილზეა. მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 15 თებერვალს სტუმრად ნიდერლანდების ნაკრებთან გამართავს.