BILD-ი ლოჩოშვილზე: ქართველი გიგანტი დიდ შთაბეჭდილებას ახდენს

ცნობილი გერმანული გამოცემა Bild-ი „ნიურნბერგის“ ახალწვეულის, ლუკა ლოჩოშვილის შესახებ წერს, რომელმაც გუშინ გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა. გერმანელები ლუკას ფიზიკური მონაცემებით აღტაცებული არიან.
„კლუბის ორი ახალი ფეხბურთელი, ლუკა ლოჩოშვილი და მიქაელ ბირონი, სამშაბათს დილით პირველად გავიდნენ მოედანზე ახალ თანაგუნდელებთან ერთად. თუმცა, დუეტმა გუნდურ ვარჯიშში მხოლოდ 60 წუთი მიიღო მონაწილეობა. როდესაც ნამდვილი მოქმედება ინტენსიური სამატჩო ვარჯიშით დაიწყო, ახალ ფეხბურთელებს წასვლის უფლება მიეცათ.
ორშაბათს ჩატარებული ტესტების შემდეგ სრული დატვირთვით თამაში ნაადრევი იქნებოდა. ამიტომ, კლუბს რისკზე წასვლა არ სურდა. ორივე მოთამაშემ სრულად მიიღო მონაწილეობა შუადღის სესიაში. ქართველი მცველი, გიგანტი ლოჩოშვილი მოედანზე შთამბეჭდავი ფიგურაა მხოლოდ მისი 1.92 მეტრის სიმაღლის გამო, ენერგიული ბირონი კი, უფრო ვიწრო სივრცეების ფეხბურთელია. მისი სწრაფი აჩქარებაც შთამბეჭდავია“, - წერს გამოცემა.