Loading data...
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ქარუმიძემ ვერცხლის, ბერიძემ და ჩილაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

ალბანეთში 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე საბა ჩილაშვილი (130 კგ) კონტინენტის პირველობის ბრინჯაოს პრიზიორია. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან სომეხი სპორტსმენი დაამარცხა.

მესამე ადგილისთვის შეხვედრამდე საბა ჩილაშვილმა უნგრელ სპორტსმენს სძლია, ნახევარფინალი კი უკრაინელ მოწინააღმდეგესთან დათმო.

საქართველოს ანგარიშზე ამ ეტაპზე სამი მედალია. ვიცე-ჩემპიონი კობა ქარუმიძე (55 კგ) გახდა, ბრინჯაოს მედალი კი რომეო ბერიძემ (63 კგ) მოიპოვა.

ქართველი მოჭიდავეები კონტინენტის პირველობაზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.