Loading data...
„ატლეტიკოში“ იან ობლაკი შეიძლება მამარდაშვილმა შეცვალოს - AS

ცნობილი ესპანური გამოცემა წერს, რომ „ატლეტიკოში“ იან ობლაკი შეიძლება საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა შეცვალოს.

წყაროს თანახმად, „როხიბლანკოში“ იან ობლაკი აღარ განიხილება შეუცვლელ ფიგურად და კლუბი ზაფხულში მოუსმენს შეთავაზებებს, რომელსაც სლოვენიელ კიპერზე მიიღებს. მოსალოდნელია, რომ ობლაკით ინგლისური კლუბები დაინტერესდებიან და თვითონ მეკარესაც კარიერის გაგრძელება სწორედ პრემიერლიგაში ურჩევნია, თუ „ატლეტიკოს“ დატოვება მოუწევს.

მადრიდულ გრანდში კი, მის შემცვლელზე ფიქრი უკვე დაიწყეს და ერთ-ერთი რეალური ვარიანტი მამარდაშვილია, რომლის საბაზრო ღირებულება 35 მილიონი ევროა, მაგრამ „ვალენსიამ“, რომელსაც ფეხბურთელების გაყიდვის აუცილებლობა უდგას, შეიძლება ის 25 მილიონ ევროდ გაუშვას.

აღსანიშნავია, რომ „ატლეტიკო“ არ არის ერთადერთი გუნდი, რომელიც ინტერესდება 23 წლის ქართველი მეკარით, რომელიც არა მარტო საიმედო აწმყოს, არამედ მომავალსაც წარმოადგენს.