Loading data...
ასისტების დუბლი და მოპოვებული პენალტი - გიორგი კვერნაძე შესანიშნავ ფორმაშია!

სერია A-ს მე-9 ტურში „ფროზინონემ“ საკუთარ მოედანზე, სტადიონ „ბენიტო სტირპიზე“, „ლეჩეს“ უმასპინძლა და შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა.

მასპინძლებმა ბრწყინვალე თამაში აჩვენეს, რაც საბოლოო ანგარიშშიც აისახა - „ალვინის“ გუნდმა მეტოქის კარში 5 გოლი გაიტანა და მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.

„ფროზინონეს“ შემადგენლობაში გამორჩეული იყო გიორგი კვერნაძე, რომელიც მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. ქართველმა ფეხბურთელმა სრულ 90 წუთში ორი საგოლე გადაცემა შეასრულა და საკუთარ გუნდს პენალტიც მოაპოვებინა.

კვერნაძის თამაში 9.3 ქულით შეფასდა, რაც ორივე გუნდის მოთამაშეებს შორის საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა.