Loading data...
აფციაურის ბენეფისი კანადასთან! ბორჯღალოსნებმა მარტივად მოიგეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის ტესტების სერიის ეგიდით ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.

რიჩარდ კოკერილის გუნდმა ბათუმში კანადის ნაკრებს უმასპინძლა, რომელიც დამაჯერებლად, 38:17 დაამარცხა. ქართველმა მორაგბეებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა, რომელიც ხელიდან აღარ გაუშვიათ.

ჰეთ-თრიკი შეასრულა შალვა აფციაურმა, თითო ლელო დემე თაფლაძემ, გიორგი კვესელაძემ და თორნიკე ჯალაღონიამ გაიტანეს. თედო აბჟანდაძემ 6-დან 4 ლელო გარდასახა. კანადელებმა პირველ ტაიმში მხოლოდ ერთი ჯარიმა მიითვალეს, მეორე ნახევარში სტუმრებმა უკეთ ითამაშეს და ორი გარდასახული ლელო მიითვალეს, მაგრამ მარცხს თავი ვერ აარიდეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამი სინ-ბინი ჰქონდა, მატჩის მიწურულს მოედანზე 13 მოთამაშითაც კი იყო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ერთი კვირის წინ აშშ დაამარცხა (43:30), ხოლო ბოლო ტესტ-მატჩს 22 ნოემბერს, თბილისში, იაპონიის ნაკრებთან ჩაატარებს.

საქართველო - კანადა 38:17 (17:3)

ქულები: 5:0 აფციაური (7), 5:3 ნელსონი (22), 10:3 თაფლაძე (25), 12:3 აბჟანდაძე (26), 17:3 აფციაური (37), 22:3 აფციაური (44), 24:3 აბჟანდაძე (45), 29:3 კვესელაძე (54), 31:3 აბჟანდაძე (54), 31:8 გალაჰერი (55), 31:10 ნელსონი (56), 35:10 ჯალაღონია (64), 37:10 აბჟანდაძე (65), 37:15 პერი (78), 37:17 ნელსონი (79)