ახალი კონტრაქტი მაგიდაზეა - „პსჟ“ ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნებაზე მუშაობს
„პარი სენ-ჟერმენი“ ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს.
ფრანგული მედიის ცნობით, ახალი კონტრაქტი მაგიდაზეა და პარიზელებს სურთ, რომ ქართველი დიდი ხნით შეინარჩუნონ.
კვარაცხელიას პსჟ-სთან მოქმედი კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ჯერჯერობით, უცნობია ახალი კონტრაქტის ხანგრძლივობა, ფინანსური მხარე და დეტალები.
ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით 2025 წლიდან 84 თამაშში 28 გოლი გაიტანა და 19-ჯერ საგოლე პასიც გააკეთა. მან ფრანგულ კლუბში ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთის ჩემპიონატი და ევროპის სუპერთასი, თითოჯერ კი საფრანგეთის თასი, საფრანგეთის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი.
🔴🔵 EXCL : Le PSG passe à l'action pour Khvicha Kvaratskhelia : une offre de prolongation est sur la table.
— Djamel 🇵🇸 (@Djaameel_) September 1, 2026
Apprécié de tous au club grâce à ses performances et sa mentalité, le staff comme la direction veulent en faire un pilier du projet parisien. 🇬🇪 pic.twitter.com/iAXOF2EcSW