Loading data...
„აიაქსში“ გადაწყვეტილება მიღებულია - ნიდერლანდური მედია მიქაუტაძეზე

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძის მომავალზე ნიდერლანდური გამოცემა Voetbal International-ი წერს, რომელიც იტყობინება, რომ „აიაქსიდან“ ქართველის წასვლა გადაწყვეტილია.

წყაროს თანახმად, ამსტერდამულ კლუბს მიქაუტაძე უბრალოდ არ სჭირდება, ხოლო ფეხბურთელსაც არ სურს ნიდერლანდებში დაბრუნება. შესაბამისად, ტრანსფერს ხელს ვერაფერი შეუშლის.

„23 წლის თავდამსხმელმა მეცში იჯარით დაბრუნებისთანავე გამოამჟღავნა თავისი შესაძლებლობები და 2024 წელს ლიგა 1-ში უფრო მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე კილიან მბაპემ. „მეცს“ აქვს გამოსყიდვის ოპცია, 10 მილიონ ევროზე ცოტა მეტი თანხის სანაცვლოდ და ეს დაახლოებით იმდენია, რამდენიც „აიაქსს“ ფრანგებისთვის ჯერ კიდევ გადასახდელი აქვს. „აიაქსს“ მიქაუტაძე აღარ სჭირდება და დაბრუნება არც ქართველს სურს“, - წერს ნიდერლანდური მედია.