Loading data...
A Bola საქართველოს ნაკრებზე: ეს არის გუნდი, რომელსაც აქვს სათამაშო პრინციპები, შრომისმოყვარეობა და მუდმივად იზრდება

პორტუგალიურმა გამოცემა A Bola-მ ევრო 2024-ზე თავიანთი ნაკრების ჯგუფი შეაფასეს და ცხადია, საქართველოს ნაკრებზეც დაწერეს.

ცნობილი გაზეთი წერს, რომ საქართველო მზარდი ნაკრებია, მაგრამ გამოუცდელი.

„საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშებს. ეს არის გუნდი, რომელიც მუდმივად იზრდება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2021 წელს მწვრთნელად ვილი სანიოლი დაინიშნა. საქართველომ პლეი-ოფში მას მერე გააღწია, რაც ერთა ლიგის C დივიზიონში საუკეთესო გუნდი იყო, სადაც 6 მატჩიდან 5 მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა.

ასევე უნდა ვისაუბროთ ზოგიერთ ფეხბურთელზე განცალკევებით. „ვალენსიელი“ მამარდაშვილი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მეკარეა, მიქაუტაძე „მეცში“ თამაშობს და არაპროგნოზირებადი თავდამსხმელია, ლიდერი კი, ხვიჩა კვარაცხელიაა. „ნაპოლის“ ფეხბურთელი მიდი გუნდის მამოძრავებელი ძალაა, ფეხბურთის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავი. მისი შემოქმედებითობა და გადაწყვეტილების მიღების უნარი ძალიან მნიშვნელოვანია გუნდისთვის, რომელიც დაბალი ბლოკით თამაშობს.

ეს არის გუნდი, რომელსაც აქვს სათამაშო პრინციპები და შრომისმოყვარეობა, მაგრამ მისი სუსტი წერტილი გამოცდილების ნაკლებობაა“, - წერს პორტუგალიური გაზეთი.