1773171842
სპორტი
3 ბრინჯაოს მედალი ევროპის U23 ჩემპიონატზე
თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის 23 წლამდე ჩემპიონატზე საქართველომ სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
კვარცხლბეკზე ასვლა ნიკოლოზ ბოჭორიშვილმა, გიორგი გოგრიჭიანმა და კონსტანტინე პეტრიაშვილმა მოახერხეს.
სამივე მათგანი ნახევარფინალში დამარცხდა, მაგრამ დღეს ბრინჯაოსთვის შეხვედრებში გამარჯვება მოიპოვეს. ბოჭორიშვილმა (57 კგ) გადამწყვეტი ბრძოლა ფრანგ რასულ გალბურაევთან 6:1 მოიგო.
გოგრიჭიანმა (79 კგ) ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ბელარუსი ალიაკსანდრ ვიარბიტსკი დაძაბულ ბრძოლაში, 8:7 დაამარცხა, ხოლო პეტრიაშვილმა (97 კგ) ბერძენ ნიკოლაოს კარავანოსს 4:0 სძლია.
შეგახსენებთ, ბოლო საშეჯიბრებო დღეს საქართველოს კიდევ ორი ბრინჯაოს შანსი ექნება, რისთვისაც ალექსანდრე აბრამიშვილი (125 კგ) და საბა კობახიძე (74 კგ) იბრძოლებენ.