Loading data...
2004 წლის შემდეგ პირველად „არსენალი“ ინგლისის ჩემპიონი გახდა

ლონდონის საფეხბურთო კლუბი „არსენალი“ პირველად 2004 წლის შემდეგ ინგლისის ჩემპიონი გახდა. ამის შესახებ premierleague.com იუწყება.

ლონდონურმა კლუბმა ჩემპიონატი დასრულებამდე ერთიო ტურით ადრე მოიგო, რადგანაც მისმა ძირითადმა კონკურენტმა, „მანჩესტერ სიტიმ“ „ბორნმუტს“ ფრე 1-1 ეთამაშა და „არსენალის“ დაწევის შანსი დაკარგა.

ამ თამაშამდე „მანჩესტერ სიტი“ „არსენალს“ 5 ქულით ჩამორჩებოდა და ერთი თამაშით ნაკლები ჰქონდა. „ბორნმუტთან“ ფრეს შემდეგ „სიტის“ 78 ქულა დაუგროვდა, ხოლო „არსენალს“ - 82. შესაბამისად „არსენალი“ ჩემპიონატის გამარჯვებულად გამოცხადდა.

2025-2026 წლის სეზონში „არსენალის“ მწვრთნელი ესპანელი სპეციალისტი, მიკელ არტეტა იყო. „არსენალი“ ინგლისის ჩემპიონი 14-ედ გახდა.

მიმდინარე სეზონში „არსენალი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავიდა, სადაც 30 მაისს „პარი სენ-ჟერმენს“ შეხვდება.