Loading data...
„2 ვერცხლის მედალი“ - ქართველი სპორტსმენების წარმატება ტაილანდური კრივის მსოფლიო ჩემპიონატზე

მალაიზიაში, ქალაქ კუალა-ლუმპურში გამართულ ტაილანდური კრივის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები 3 სპორტსმენით წარდგა და ორი მედალი მოიპოვა. 

შედეგები ასეთია: 👇

🔹U10 30კგ-ში ვერცხლის მედალი მოიპოვა გაბრიელ უბერიამ

🔹U18 57კგ-ში, ასევე, ვერცხლის მედალი მოიპოვა საბა მარკელიამ

🔹დიმიტრი ბერაიამ მცირე უპირატესობით დათმო 1/4 ფინალური ბრძოლა

როგორც ვხედავთ, ქართველმა სპორტსმენებმა მოიპოვეს ორი მედალი, რაც ტაილანდური კრივის ქართველი წარმომადგენლებისთვის ისტორიული შედეგია.