Loading data...
1981 წლის „თასების მფლობელთა თასზე“ თბილისის „დინამოს“ ისტორიული გამარჯვებიდან 45 წელი გავიდა

1981 წლის „თასების მფლობელთა თასზე“ თბილისის „დინამოს“ ისტორიული გამარჯვებიდან 45 წელი გავიდა.

სპორტის სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით 1981 წლის ტურნირზე „თასების მფლობელთა თასი“ თბილისის „დინამოს“ ისტორიული გამარჯვებიდან 45 წლის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიება მოეწყო.

საღამოზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ქალაქ თბილისის მერმა კახა კალაძემ და სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ვეტერან „დინამოელებს“ ისტორიული გამარჯვების 45 წლის იუბილე მიულოცეს და ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.

ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ვეტერანი ფეხბურთელები და სპორტული საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ.

ისტორიული გამარჯვებიდან 45 წელი გავიდა, 1981 წლის 13 მაისს თბილისის „დინამომ“ დიუსელდორფის „რეინშტადიონზე“ UEFA-ს ევროპის თასების მფლობელთა თასის მოსაპოვებლად ფინალში „კარლ ცაისი“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

„დინამოს“ შემადგენლობიდან გოლები ვლადიმერ გუცაევმა და ვიტალი დარასელიამ გაიტანეს.

„დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვებამ ქართული ფეხბურთის განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია, ეს გამარჯვება დღემდე რჩება ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად.