1744476275
სპორტი
17 წლის ვახტანგ ლოლუამ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბერძნულ-რომაულ ევროპის ჩემპიონატზე 17 წლის ვახტანგ ლოლუამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ლოლუასთვის ეს პირველი ტურნირია დიდებში და მან წარმატებით გამოსვლა შეძლო. მეოთხედფინალში, გუშინ, ელდანიზ აზიზლისთან განიცადა მარცხი, მაგრამ ბრინჯაოსთვის, დღეს, იჭიდავა და სომეხ მანველ ხაჩატურიანთან 8:1 მოიგო.
შესაბამისად, მედალს დაეუფლა, რომელიც ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებისთვის, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, პირველია.